მოქალაქეების აზრი
არის თუ არა პარკირების პრობლემა ზუგდიდში და როგორ შეიძლება მოგვარდეს ის - მძღოლების აზრი
ზუგდიდში პარკირების პრობლემასთან დაკავშირებით, მძღოლები, წლებია, საუბრობენ. ზუგდიდის მერიამ კომპანია "თაუნ პარკს", რომელსაც ზუგდიდში პარკირების სისტემა უნდა მოეწესრიგებინა, ხელშეკრულება 2019 წლის იანვარში გაუწყვიტა, მიზეზად კი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოაცხადა.

"თაუნ პარკს" ქალაქის ცენტრალური ტერიტორიები ათწლიანი იჯარით ჰქონდა აღებული. მას ადგილობრივ ბიუჯეტში კვარტალურად, ჯამში ყოველწლიურად 203 000 ლარი უნდა შეეტანა. შესაბამისი ხელშეკრულება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და კომპანია „თაუნ პარკს“ შორის 2017 წლის სექტემბერში დაიდო.

ამ ეტაპზე ქალაქის ქუჩებში მხოლოდ თვითდასაქმებული მარეგულირებლები დგანან და პარკირების მომსახურებისთვის მძღოლებისგან თვითნებურად სხვადასხვა თანხას იღებენ.

რას ფიქრობენ მძღოლები პარკირების საკითხზე, ნახეთ რადიო "ათინათის" გამოკითხვა.
Print