მულტიმედია
ასოციაცია „თანხმობის“ პროექტის საინფორმაციო ღონისძიება ზუგდიდში (ვიდეო)
ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში დადიანების ისტორიული მუზეუმის ეზოში გამოფენა და საინფორმაციო ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე პროგრამის გამარჯვებულებს ახალი ბიზნესის დაწყებისთვის ან არსებულის გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკა გადაეცათ. ერთ ბენეფიციარზე გაცემული ტექნიკის ღირებულება 1 500 ევროს, ხოლო ჯგუფური განაცხადის შემთხვევაში - 5 000 ევროს შეადგენს.


პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ და საქართველოს სამ რეგიონში Hilfswerk International –ის, ასოციაცია “თანხმობისა“ და მეწარმე ქალთა ფონდის მიერ, პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან და დანაშაულის პრევენციის ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პრობაციონერების, ყოფილი მსჯავრდებულების და მათი ოჯახის წევრების რესოციალიზაციას ინტეგრაციული მიდგომის საშუალებით, რაც მოიცავს პროფესულ ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით, ასევე ფსიქო-სოციალურ, იურიდიულ კონსულტაციებსა და დახმარებას სამუშაოს მოძიებაში, მხარდაჭერას მენტორების მიერ და სხვა ბენეფიტების მიწოდებას.



წარმატებულ მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ დამატებითი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება ანაზღაურებადი სტაჟირების საშუალებით ადგილობრივ კომპანიებში ან განაცხადი გააკეთონ მატერიალურ მხარდაჭერაზე, რათა წამოიწყონ საკუთარი ან გააფართოვონ უკვე არსებული ბიზნესი.

Print