მულტიმედია
წლის „კორპუსის ეზო“ - გამარჯვებული ქუჯის ქუჩიდან (ფოტო)
ზუგდიდში, ქუჯის ქუჩაზე, ერთი საცხოვრებელი ბინის ეზოს ახლა ტრაფარეტი „ლამაზი ეზო“ ამშვენებს. ეს ტიტული მან რამდენიმე დღის წინ მოიპოვა და 2018 წლის „კორპუსის ეზო“ გახდა.

ოსტატი მიშა ფიფია ტერიტორიის გალამაზებისთვის, თითქმის, 7 წელია მუშაობს. სკულპტურებს საკუთარი ხარჯებით ამზადებს, საბოლოო სახეს აძლევს და ეზოში დგამს. ხანდახან, მეზობლებიც ეხმარებიან.

alt

„მინდოდა, ბავშვებისთვის, ქალაქისთვის რამე დამეტოვებინა. თუ ამომიდგა ვინმე მხარში, ხომ კარგი, თუ არადა გავაგრძელებ... დასასრულებელია, მთელი ეზო უნდა ავითვისოთ“, - გვითხრა ოსტატმა.

ქუჯის ქუჩის მცხოვრებლები მიღებული ტიტულით ამაყობენ და ამას, პირველ რიგში, სწორედ მიშა ფიფიას დამსახურებად მიიჩნევენ. 

alt

საკუთარი ეზო განსაკუთრებით მოსწონთ ბავშვებს. აქ სათამაშოდ ისინი მეგობრებს სხვა უბნებიდანაც ეპატიჟებიან.

„ძალიან მოგვწონს ეს სკულპტურები, ძალიან ვერთობით ხოლმე აქ“, - ამბობენ ისინი.

alt

გარდა „კორპუსის ეზოს“ პრიზისა, ზუგდიდმა კონკურსში „სუფთა რეგიონი“ ორ სხვა ნომინაციაშიც გაიმარჯვა. აღმოჩნდა, რომ 2018 წელს ზუგდიდის ყველაზე სუფთა ქალაქი და მუნიციპალიტეტი იყო.

კონკურსი პროექტის "დავასუფთაოთ საქართველოს" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები" ახორციელებს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდი 2018 წლის ყველაზე სუფთა ქალაქად დასახელდა (ფოტო)
Print