მულტიმედია
სკოლები ზუგდიდში, სადაც პირველი ზარი ყველაზე ცოტა პირველკლასელისთვის დაირეკა (ფოტო)
სოფელ ოდიშის მეორე საჯარო სკოლის პირველ კლასში სულ ოთხი მოსწავლეა.

В первом классе второй публичной школы села Одиши учатся всего четыре ученика. ახალ მოსწავლეებს დამრიგებელმა ოთახში სხვადასხვა დეკორაცია და ფერადი ბუშტები დაახვედრა.


Классный руководитель приветствовала новых учеников в комнате, украшенной декорациями и цветными воздушными шарами.ლია ხუბუას, რომელიც 15 წელზე მეტია დაწყებითი კლასების მასწავლებელია, ამით სურს, რომ ბავშვებს საზეიმო განწყობა შეუქმნას.


Таким образом хочет создать для детей праздничное настроение Лия Хубуа, которая уже более 15 лет преподает в начальных классах.
ბავშვებიც კმაყოფილები არიან და მერხებთან საკუთარ ადგილებს ინტერესით ირგებენ.


Дети как видно довольны и с интересом в глазах занимают свои места за партами.
მოსწონთ კლასიც, დამრიგებელიც, წიგნებიცა და ლეპტოპებიც.


Им нравятся класс, учительница, книги и ноутбуки.მიზეზები, რის გამოც სოფლის სკოლაში წელს შვილის მიყვანა მხოლოდ ოთხმა ოჯახმა გადაწყვიტა, სხვადასხვაა.


Причины, по которым только четыре семьи решили в этом году отправить своих детей в сельскую школу, разные.მაგალითად, დერეფანში მყოფმა მშობლებმა გვითხრეს, რომ უმეტესად ბავშვები ქალაქის სკოლებში მიჰყავთ, რადგან დედ-მამა ზუგდიდში მუშაობს და შვილების დღის წესრიგს საკუთარ გრაფიკს არგებენ.


По разъяснению родителей, ожидающих  в школьном коридоре,  в большинстве случаев, родители, работающие в Зугдиди, отводят своих детей в городские школы, подcтраивая их расписание под свой график.უმთავრესი მიზეზი კი, რის გამოც სოფლის სკოლაზე უარს ამბობენ, არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემებია.


Основная причина, по которой они отказываются водить их в сельскую школу,  существующие инфраструктурные проблемы.მშობლები ამბობენ, რომ სკოლაში გათბობის სისტემა და სველი წერტილები მოუგვარებელია, ამიტომაც სულ უფრო და უფრო მეტი ადგილობრივი ამბობს უარს აქ შვილების მოყვანაზე. 


По словам родителей, неразрешенным остаётся вопрос обустройства отопления и санузлов в школе, поэтому все больше местных жителей отказываются приводить сюда своих детей.სულ უფრო ცოტა პირველკლასელი ჰყავს წლიდან წლამდე ჯიხაშკარის მეორე საჯარო სკოლასაც. 


Количество первоклассников с каждым годом уменьшается в публичной школе №2 села Джихашкари.წელს აქ ხუთი პირველკლასელია.


В этом году здесь только пятеро первоклассников.შენობა ინფრასტრუქტურულად შედარებით გამართულია, თუმცა სკოლამდე მისასვლელი გზა დაზიანებულია, რის გამოც, განსაკუთრებით, ზამთარში მოსწავლეებს სკოლაში მისვლა უჭირთ.


Здание находится в хорошем состоянии, с точки зрения инфраструктуры, но подъездная дорога к школе повреждена, что затрудняет доступ учащихся, особенно зимой.პირველი სასწავლო დღე აქაც ღონისძიებით დაიწყო.


Первый учебный день здесь также начался с мероприятия.მოგვიანებით ისინი სასკოლო ოთახში დამრიგებელმა წაიყვანა.


Позже преподаватель отвел детей в классную комнату.ახალ მოსწავლეებს მერხებზე სასკოლო კომპიუტერები და წიგნები დახვდათ და ახლა ისინიც, თანატოლების მსგავსად, სწავლისთვის ემზადებიან.


Новых учеников на партах ожидали школьные ноутбуки и книги, и теперь они, как и их сверстники, готовятся к учебе.5 ახალი მოსწავლე ირიცხება ონარიის საჯარო სკოლაშიც.


5 первоклассников зачислены и в публичную школу села Онария.კლასელებმა ერთმანეთი აქაც დღეს გაიცნეს და სასწავლო წლის პირველ დღეს განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით შეხვდნენ.


И здесь одноклассники познакомились друг с другом сегодня, и с особым любопытством встретили первый день учебного года. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, 2022-23 სასწავლო წლისთვის ზუგდიდის საჯარო სკოლებში 1297 პირველკლასელი დარეგისტრირდა.


По данным образовательного ресурсного центра, на 2022-23 учебный год в государственных школах Зугдиди зарегистрировано 1297 первоклассников.
Print