მულტიმედია
ორმოები და დაზიანებული გზები ზუგდიდში (ფოტო)
ზუგდიდის ქუჩების ნაწილზე გზები დაზიანებულია: არის ორმოები, დაზიანებული საკანალიზაციო ჭები და ასე შემდეგ. რადიო "ათინათმა" ქალაქის ცენტრალურ და სხვა ადგილებში რამდენიმე ასეთი ქუჩა გადაიღო.

მასალის მთავარ ფოტოზე ლადო გუდიაშვილის ქუჩაა, სადაც გადაადგილება წვიმიან ამინდში განსაკუთრებით დისკომფორტს ქმნის.

ეს მესხიას ქუჩაა, გზის ამ მონაკვეთზე საკმაოდ ბევრი ორმოა. წვიმიან ამინდში მძღოლებს მათთვის თავის არიდება უჭირთ.

ლოლუას ქუჩის ძირითადი ნაწილი სრულად ამორტიზებულია.

მთლიანად არის დაზიანებული დუტუ მეგრელის ქუჩაც.

დაზიანებულია გამარჯვების ქუჩის გარკვეული მონაკვეთიც.

გამარჯვების ქუჩაზე ორმოებთან ერთად პრობლემა მოუწესრიგებელი საკანალიზაციო ჭებია.

სრულად არის დაზიანებული ბენდელიანის ქუჩის მიმდებარე ჩიხებიც.

დაზიანებულია ჭითაწყარისკენ მიმავალი გზის ნაწილიც. გარკვეულ მონაკვეთებზე კი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

პრობლემებია თავისუფლების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზეც.



Print