სარეკლამო მასალა
„ავტოტესტცენტრი“ - კომფორტული და ხარისხიანი მომსახურება ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირებისთვის (ფოტო/ვიდეო) ®️
ზუგდიდში, ჭითაწყარში, მომსახურების სააგენტოს შესახვევში ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი მდებარეობს, რომელიც მომხმარებლებს კვირის გარდა ყოველდღე, დილის 9-დან საღამო 8 საათამდე ემსახურება.

შპს  „ავტოტესტცენტრის“ დირექტორის ზურაბ ჯღარკავას თქმით, ობიექტი მთლიანად ზუგდიდსა და მეზობელ მუნიციპალიტეტებსაც ემსახურება, მათ შორის, მესტიას, ხობსა და წალენჯიხას.

„ჩვენ ვატარებთ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას პროფესიონალურ დონეზე, მთავრობის მიერ დადგენილი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. ვიღებთ მანქანებს, ვახდენთ მათ იდენტიფიკაციას ბარათში მოცემულ მონაცემებთან, ვათვალიერებთ. მოწმდება გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემა, ხდება დაკიდების სისტემის დათვალიერება ორმოზე და მაშუქი ფარების ტესტირება. ამის შემდეგ ან ხარვეზდება ავტომობილი, ან გაივლის ტექ.დათვალიერებას. ხარვეზის შემთხვევაში კი შესაბამის ბარათში მიეთითება და მეორე ვიზიტზე თანხის გადახდის გარეშე გაივლის ინსპექტირებას“, - განმარტა ჯღარკავამ.

ცენტრში მსუბუქ მანქანებს, სატვირთო-სპეციალიზებულ  და ავტობუსის ტიპის ტრანსპორტის ტექ.დათვალიერებაა შესაძლებელი. მომსახურების ღირებულება კი 60 (M1,N1კატეგორიისთვის) და 100 ლარია (M2 კატეგორიისთვის).

ცენტრი გერმანული „ბოშის“ ფირმის დანადგარებით ფუნქციონირებს, რომლებიც შესაბამისი ნორმებით დაკალიბრებულია და როგორც ზურაბ ჯღარკავა ამბობს, უტყუარ ინფორმაციას იძლევა.

ყოველდღიურად „ავტოტესტცენტრი" 60-მდე ავტომობილს იღებს.

რიგების თავიდან ასაცილებლად კი მსურველებს მომსახურების ონლაინ დაჯავშნაც შეუძლიათ, რისთვისაც  საიტს PTI.GE-ს უნდა ესტუმრონ და რეგისტრაცია გაიარონ.

Print