სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოხალისეთა ჯგუფები აქტიურად მუშაობენ
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მოხალისეთა ჯგუფები აქტიურად მუშაობენ. მოხალისეები აქტიურ რეჟიმში აკონტროლებენ ბანკებსა და ღია სივრცეებს.

ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, მოხალისეთა ჯგუფის საქმიანობას გაეცნო.

მოხალისეები საკვები პროდუქტის დაფასოებას ახორციელებენ, რომელიც გადაეცემათ სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს.

მოხალისეებმა შესაბამისი რეკომენდაციები ტრენინგზე მიიღეს, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრის ზუგდიდის ფილიალის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

მოხალისეები უზრუნველყოფენ: უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთის საკვები პროდუქტის შინმიტანას; საბავშო ბაღებში პროდუქტის დარიგების პროცესში ჩართვას;

ბანკებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რიგების გაკონტროლებას; საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი სამუშაოების განხორციელებას.
Print