სარეკლამო მასალა
აგვისტოს ომში დაღუპული ჩხოროწყუელი კობა წურწუმიას ხსოვნას პატივი მიაგეს 
2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლის კობა წურწუმიას ხსოვნას პატივი მიაგეს. მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ჯუმბერ იზორიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა კობა ჯიქიამ და ქალაქ ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯანო პერტაიამ მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.

კობა წურწუმია 2008 წლის 7 აგვისტოდან რუსეთ – საქართველოს ომის წინა ხაზზე იბრძოდა. ის 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალში დაიღუპა. ის მშობლიურ სოფელში, ლეწურწუმეშია დაკრძალული.

კობა წურწუმიას ოჯახს მუნიციპალიტეტის მერიამ "ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების დახმარების პროგრამის" ფარგლებში ფულადი დახმარება - 1500 ლარი გამოუყო. 

დღეს აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.
Print