სარეკლამო მასალა
ზუგდიდში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება
ზუგდიდში ბაზრის მიმდებარე და შიდა ტერიტორიის დეზინფექცია ჩატარდა. სამუშაო პროეცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნო.

„ზუგდიდში ვაგრძელებთ სადეზინფექციო სამუშაოებს და პრევენციულ ღონისძიებებს. დღეს დეზინფექცია ჩაუტარდა ბაზრის მიმდებარე და შიდა ტერიტორიებს, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, ვირუსის გავრცელების რისკი. რეკომენდაციების შესრულებას მონიტორინგს უწევს ზედამხედველობის სამსახური",– აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ასევე, ზუგდიდის მერმა მოუწოდა მოქალაქეებს, რომ გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

სადეზინფექციო სამუშაოები ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა“, ა(ა)იპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრმა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ერთობლივად განახორციელეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ცენტრალურ ქუჩებსა და ღია სივრცეებს ჩაუტარდა. დეზინფექცია ჩაუტარდება საჯარო სკოლის ტრანსპორტს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეების გადაადგილებას.

გარდა ამისა, გაიმართა ოპერატიული შტაბის სხდომა. სხდომაზე განიხილეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები, მოისმინეს ინფორმაცია აგრარულ ბაზრებში არსებული მდგომარეობისა და რეგულაციების გამკაცრების შესახებ.

Print