სარეკლამო მასალა
ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია ჭითაწყარის მოსახლეობას შეხვდა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია, დღეს ჭითაწყარის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე მოსახლეობამ უმეტესად პანდემიით მიყენებულ ზარალზე და სიღარიბეზე ისაუბრა. ასევე, ადგილობრივები ხელისუფლებისგან გაცემული დაპირებების შეუსრულებლობაზე და წინასაარჩევნო ზეწოლის ფაქტებზე ჩივიან.

"ქართული ოცნების ხელისუფლება არ არის მზად კორონაკრიზისთან საბრძოლველად და ვირუსს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, ამიტომაც 31 ოქტომბერს, "ქართულ ოცნებას" უნდა ვუთხრათ "არა"! შედეგები არის მძიმე, ხალხი სიღარიბის ზღვარს მიღმაა", - თქვა კანდიდატმა.

მალხაზ ჯალაღონიამ, ასევე აღნიშნა, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის პირობებში გაიზრდება პენსია, გაუმჯობესდება მოსახლეობის საცხოვრებელი და ეკონომიკური პირობები, საბოლოოდ გადაიჭრება 24 საათიანი წყალმომარაგების პრობლემა.

მალხაზ ჯალაღონიამ სოფლის მაცხოვრებლებს მოუწოდა, რომ არ დამალონ არც ერთი ზეწოლის ფაქტი და ჩააყენონ საქმის კურსში.

"აუცილებლად ყველა უკლებლივ მოვიდეს არჩევნებზე! ამომრჩევლის მაღალი აქტივობა არის ის, რაც "ქართულ ოცნებას" დაამარცხებს!", - განაცხადა მალხაზ ჯალაღონიამ.
Print