სარეკლამო მასალა
ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია ურთას მოსახლეობას შეხვდა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მალხაზ ჯალაღონია დღეს ურთას მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მოსახლეობამ უმეტესად პანდემიით მიყენებულ ზარალზე და სიღარიბეზე ისაუბრა. ადგილობრივები ჩივიან შიდა გზების მოუწესრიგებლობის, განათების, სანიაღვრე არხების და ნაგვის ურნების არ ქონის გამო. სოფლის მოსახლეობა საუბრობს იმაზეც, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მათზე ზეწოლას ახდენს.

"ჩემი ხელისუფლებაში მოსვლის პირობებში, მე აუცილებლად მივხედავ სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარებას. იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტის აგრარული პოტენციალის გათვალისწინებით, ჩვენ განვახორციელებთ სოფლის მეურნეობის მიზნობრივ პროექტებს - თხილის, მეფუტკრეობის, ბოსტნეულისა და ხილის, კენკროვანის, თევზისა და სხვა წარმოებებს. ამისათვის საჭიროა სოფლებში არ იყოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა გზა, განათება, სანიაღვრე არხები, ნაგვის ურნების არქონა", - თქვა მალხაზ ჯალაღონიამ. 

კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის პირობებში გაიზრდება პენსია, გაუმჯობესდება მოსახლეობის საცხოვრებელი და ეკონომიკური პირობები. მან სოფლის მაცხოვრებლებს მოუწოდა, რომ არ დამალონ არცერთი ზეწოლის ფაქტი, ჩააყენონ საქმის კურსში და აუცილებლად ყველა უკლებლივ მოვიდეს არჩევნებზე, რადგან მაღალი აქტივობა არის ის, რაც "ქართულ ოცნებას" დაამარცხებს. 

Print