სარეკლამო მასალა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. ამჯერად დეზინფექცია ქალაქ ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმს, კულტურის სახლს, ქალაქის ადმინისტრაციულ შენობას, სოციალური მომსახურების სააგენტოს, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონულ სამმართველოს ჩაუტარდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის დათო გოგუას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ყველამ უნდა დავიცვათ, რათა სახელმწიფომ შეძლოს, უფრო მკაცრი იძულებითი რეგულაციების თავიდან აცილება.

"ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას ასრულებს. რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ახორციელებენ მონიტორინგს. ახლა, ვირუსის გავრცელების ამ ეტაპზე, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა გაიზარდა - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ყველამ უნდა დავიცვათ, რათა სახელმწიფომ შეძლოს, უფრო მკაცრი იძულებითი რეგულაციების თავიდან აცილება", - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ.
Print