სარეკლამო მასალა
ზუგდიდში დასაქმების ფესტივალი გაიმართება
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" (CHCA) 28 ოქტომბერს ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმების ფესტივალს გამართავს. ორგანიზატორის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი მოსახლეობის საარსებო წყაროების გაძლიერების ხელშეწყობაა.

დასაქმების ფესტივალში ჩართულია სამეგრელოს რეგიონში მოქმედი 17 ორგანიზაცია და სამუშაოს მაძიებელი 70 პირი.

"სამუშაოს მაძიებლები პოტენციურ დამსაქმებელ კომპანიებთან გაივლიან პირისპირ გასაუბრებას და ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ სასურველი სამსახური", - განმარტავენ ორგანიზატორები.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა მიმართონ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის" წარმომადგენლობას მისამართზე: ქ. ზუგდიდი თაბუკაშვილის #21 ან დარეკონ ნომერზე 577 037 011.

ღონისძიება ტარდება პროექტის "დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" და ASB საქართველო. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ს მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო (BPRM).
Print