სარეკლამო მასალა
სოფელ ლეწურწუმეში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია სოფელ ლეწურწუმეში წყალმომარგების მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 80 000 ლარით ფინანსდება. წყალმომარაგების პრობლემა ადგილობრივ მოსახლეობას წლებია აწუხებს.ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის მილების მონტაჟი. ასევე, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მოსახლეობის გამრიცხველიანება. სამუშაოები მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება და სასმელი წყლის სისტემით სოფელში მცხოვრები 90 ოჯახი ისარგებლებს.
Print