სარეკლამო მასალა
ზუგდიდში დასაქმების ფორუმი ჩატარდა
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართა. დასაქმების ფორუმზე 15-ზე მეტმა ადგილობრივმა მცირე, საშუალო და მსხვილმა ბიზნესკომპანიამ ვაკანსიები წარმოადგინეს. წარმოდგენილი იქნა შრომის ბაზარზე აქტიური 200-მდე ვაკანსია მომსახურების, სავაჭრო, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო და სადაზღვევო სფეროებიდან.

სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ ფორუმის მსვლელობისას უშუალოდ პოტენციური დამსაქმებლებისგან მიიღოთ სრული ინფორმაცია სასურველი ვაკანსიის თაობაზე და თავადაც წარმოეჩინათ საკუთარი უნარები. დამსაქმებლებმა კი მოთხოვნების შესაბამისად სასურველი კანდიდატები შეარჩიეს.

ზუგდიდის დასაქმების ფორუმი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას ჩართულობითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

ფორუმს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. დასაქმების ფორუმი პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვით ჩატარდება.
Print