სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის, ევროკავშირის პროექტის EU4Culture ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს, ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიისათვის მიზნობრივი და თემატური კვლევების ჩატარებას და სტუდენტების პროფესიულ დახელოვნებას.

მემორანდუმს ხელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ და სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ მოაწერეს.

ევროკავშირის პროექტის “EU4Culture: Fostering culture in Eastern Partnership countries” კონკურსში ზუგდიდი შერჩეულია პროექტის კონკურსის მესამე ეტაპის განსახორციელებლად.

შერჩეულ ქალაქს, კულტურის განვითარების სტრატეგიის სრული ვერსიის მოსამზადებლად, პროექტის ფარგლებში გადაეცემა 30,000 ევრომდე გრანტი.

კონკურსის მომდევნო ეტაპზე, შერჩეული მუნიციპალიტეტი, მოიპოვებს 300,000 ევრომდე დაფინანსებას, საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად.

“პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ პროექტ EU4CULTURE-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.”
Print