სარეკლამო მასალა
ტრენინგი ზუგდიდის, სამტრედიისა და სენაკის მუნიციპალიტეტების მერის წარმომადგენლებთან
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ონლაინ ფორმატში - ZOOM პლათფორმის საშუალებით ჩატარდა ტრენინგი ზუგდიდის, სამტრედიის და სენაკის სოფლებში მერის წარმომადგენლებისათვის.

ტრენინგზე განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობების როლი გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის პრევენციის და რეაგირების საქმეში. ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო მონაწილეობის ფორმებზე, ძალადობისგან დაცვის მექანიზმებზე, რეფერალური მექანიზმის სუბიექტებთან თანამშრომლობაზე.

ამასთან, ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინოვაციურ პლატფორმის - „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრის“ შესახებ, სადაც ძალადობის მსხვერპლებს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია არსებულ სერვისებზე, მექანიზმებსა და სხვა საჭირო ინფორმაციაზე.

ვებგვერდს გაეცნობი აქ:

პროექტის ფარგლებში ტრენინგები ტარდება ბაღდათის, ვანის, თერჯოლის, ქობულეთის, ჩოხატაურის, წალენჯიხისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების სოფლების მერის წარმომადგენლებთან.

Print