„სტრესთან ბრძოლის რესურსული მდგომარეობის ძიება“ ეს არის პირველი, პრეცედენტული ტრენინგის თემა ქუთაისში, რომელიც უკრაინელმა ფსიქოლოგებმა - მარინა სტეპანენკომ და ანა შალიმოვამ ჩაატარეს, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით.
გამყოფ ხაზთან მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის კონკურსი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით გამოაცხადა.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ონლაინ ფორმატში - ZOOM პლათფორმის საშუალებით ჩატარდა ტრენინგი ზუგდიდის, სამტრედიის და სენაკის სოფლებში მერის წარმომადგენლებისათვის.
პროექტის ,,ბავშვებისთვის ინლკუზიური გარემოს შექმნა’’ ფარგლებში ,,ათინათი“ იწვევს სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა მასწავლებლებს, ადრეული განვითარების სპეციალისტებს და ქცევით თერაპევტებს მონაწილეობა მიიღონ ტრენინგში.
რადიო „ათინათის“ დილის გადაცემის სტუმარია ზუგდიდის ტექნოპარკის მენეჯერი ანუკი ასათიანი, რომელიც გვესაუბრა ტექნოპარკის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე „გახდი შენი თავის ბოსი“.
თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, ასოციაცია "ათინათის" პროექტის "თანამშრომლობის პლატფორმა ნდობის მშენებლობისთვის" ფარგლებში ქართველი და აფხაზი ახალგაზრდებისთვის ტრენინგი ჩატარდა.
იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობის" ორგანიზებით, ზუგდიდში 70-მდე ქალს ტრენინგი ჩაუტარდა. მასში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით კონფლიქტის გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა და იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მიიღეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ოკუპირებული აფხაზეთისა მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით მიღებას შეძლებს. რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ იუწყება, რომ სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე შესაბამისი ბრძანება პუტინის ხელმოწერით 17 მაისს გამოქვეყნდა.
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.