სარეკლამო მასალა
ზუგდიდში კულტურის სტრატეგიული დოკუმენტის პირველი სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის პირველი სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაცია, განხილვა გაიმართა. ზუგდიდის კულტურის სტრატეგიული დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია პროექტის ექსპერტმა, ლევან ხარატიშვილმა გააკეთა და ის ევროკავშირის #EU4Culture პროექტის ფარგლებშია შემუშავებული.

პრეზენტაციას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა, ზუგდიდის კულტურის, შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტრატეგიის პირველ სამუშაო ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: https://bit.ly/3OEbTsZ
Print