სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სტიქიის ზონებში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები
დღეს დილიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია მის მოადგილესთან, მაიზერ ნანავასთან ერთად სტიქიის სხვადასხვა ზონებში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა.

ამასთანავე, მერიაში შექმნილია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია.

შეგახსენებთ, რომ წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში და ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე პრობლემები შექმნა.

ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლის ეზოები, სავარგულები, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე.

ჩამორეცხილი და დაზიანებულია შიდა საუბნო გზები, ხიდ-ბოგირები.
Print