დაფინანსებული
„HAPPY PEPPI“ ზუგდიდში - ახალი ზღაპრული სივრცე ბავშვებისთვის (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
“Happy Peppi” სხვადასხვა ასაკზე მორგებული თანამედროვე ატრაქციონების გამოყენებით და ანიმაციური პერსონაჟების გაცოცხლებით, ბავშვების თითოეულ სტუმრობას დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს. ის იდეალური ადგილია როგორც ყოველდღიური გართობისთვის, ასევე დღეებისა და სხვა საზეიმო ღონისძიებების აღსანიშნავად.
გასართობი სივრცის დამფუძნებელი დავით ჯინჭარაძე ამბობს, რომ სამომავლოდ მსგავსი პროექტების განხორციელება სხვა ქალაქებშიც იგეგმება.

„ბავშვთა ცენტრის გახსნა ჩემი ოცნება იყო, რომელიც ამისრულდა. ეს პირველი პროექტია, შემდეგი პროექტები გვექნება ფოთში, ოზურგეთში, სხვა პატარა ქალაქებში, ჩოხატაურში და ა.შ. მე მსურს, ყველა პატარა ბავშვი გავახარო“, - აღნიშნავს ჯინჭარაძე.

თუ ეძებთ ადგილს, სადაც თამაში, სიხარული და ზღაპრული სამყარო ერთ სივცეში ერთიანდება, “Happy Peppi“ მზად არის სტუმრებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები აჩუქოს.

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცენტრის ადმინისტრაციას: (ტელეფონის ნომერი) ან ეწვიოთ მისამართზე: მერაბ კოსტავას ქუჩა, 28, ზუგდიდი მოლი.
Print