რეგიონი
ზუგდიდში ფოსტის განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნა(ვიდეო)
ზუგდიდის სერვისცენტრში მომხმარებელს ახალ სტანდარტს და უახლეს პროდუქტებს შესთავაზებენ.

კომპანია ორიენტირებულია მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეუქმნას მომხმარებელს. საქართველოს ფოსტის მიზანია, გახდეს ლიდერი ბრენდი საფოსტო გზავნილებში,როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

განახლებული სერვის ცენტრის გახსნას კომპანიის გენდირექტორი ლევან ჩიკვაიძე დაესწრო.

საქართველოს ფოსტა ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია. დასაქმებულთა რაოდენობა 2673 ადამიანს შეადგენს.
Print