რეგიონი
მერაბ ქვარაია: „ციალა ჯოჯუას ოჯახთან შეთანხმება ფაქტიურად, მიღწეულია“
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გამგეობის შენობის წინ მწოლიარე ციალა ჯოჯუას საკითხის დარეგულირების გზებზე ისაუბრეს.
შეხვედრაში ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, ციალა ჯოჯუას ადვოკატი და სამოქალაქო აქტივისტები მონაწილეობდნენ.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ „ათინათთან“ საუბარში განაცხადა, რომ „78 წლის ქალბატონის პრობლემის მოგვარებაში თვითმმართველობის ყველა რგოლი ჩართულია".

"ორშაბათიდან მოხდება ციალა ჯოჯუას საცხოვრებელი ფართის მოწესრიგება და რამდენიმე დღეში დასრულდება. მათ გაურემონტდებათ ორი ოთახი. ასევე "ენეგოპროჯორჯიას" წარმომადგენლები მათ ჩაჭრილ ელექტროენერგიას აღუდგენენ.“- აღნიშნა ქვარაიამ.

გამგეობასთან 78 წლის მოხუცი 38-ე დღეა შიმშილობს. ის და მისი ქალიშვილი საცხოვრებელი ბინის დაბრუნებას ითხოვენ,რომელიც მათი მტკიცებით თაღლითური გზით წაართვეს და გაყიდეს.
Print