რეგიონი
ზუგდიდის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
ზუგდიდის ნაწილს დღეს 12:30-დან 14:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

სს “ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამოირთვება 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „წალენჯიხა“ (ქვესადგურები: ზუგდიდი-4 და ზედა ეწერი), რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრს 7314 აბონენტს ( 3883 აბონენტი ქალაქი და 3431 აბონენტი სოფლები: ოდიში, ნაწულუკუ, რუხი-რიყე, კალინინი, ზედა ეწერი და მისი მიმდებარე სოფლები).

ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


Print