რეგიონი
ზუგდიდში ცენტრალური სტადიონის მშენებლობა დაიწყო
ზუგდიდში, ენგურ-ქაღალდ კომბინატში უეფას III კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „დაგი“ ასრულებს.

ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები შესრულება სამ ეტაპად განხორციელდება: პირველი ეტაპი 2015 წლის 10 დეკემბრამდე დასრულდება, მეორე ეტაპის დასრულება 2016 წლის 10 დეკემბრამდე იგეგმება, ხოლო მესამე ეტაპის – 2017 წლის 30 სექტემბრამდე.  პროექტის ღირებულება 9`747`000.00 ლარს შეადგენს.

ცენტრალური მოედანი 7 233 მაყურებელზეა გათვლილი, სათადარიგო კი 1 224 მაყურებელზე. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსდება.

Print