ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს მიმართვა კოოპერატიული ბინათმშენებლობების დაზარალებულ წევრებს (ვიდეო)
სახელმწიფომ კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოშობილი ვალდებულება შესაძლოა, ვალად აღიაროს და მოსახლეობას შესაბამისი კომპენსაცია გადაუხადოს.   საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ზუგდიდის საკრებულოს შესაბამისი ინფორმაციის მოძიება დაავალა.

საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის თენგიზ ქოჩუას განმარტებით, მათ უკვე მოიძიეს სამი კორპუსი, სადაც ათეულობით ადამიანს ბინები უნდა მიეღო.

„თუ ვინმე დარჩა ისეთი ადამიანი, რომელსაც არ მოუმართავს ჩვენთვის, ვთხოვთ 15 დეკემბრამდე მოგვმართონ და წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია. ეს შეიძლება იყოს გადახდის ქვითარი, ან ნებისმიერი დოკუმენტი“, - აღნიშნა თენგიზ ქოჩუამ.

საქართველოს მთავრობამ ზემოაღნიშნულ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ 2004 წლიდან დაიწყო, თუმცა ამ დრომდე მისი მოგვარება ვერ მოხერხდა. პრობლემას „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია“ სწავლობს.

Print