რეგიონი
შეჭირვებული ოჯახებისთვის სახლების მშენებლობა 10 საუკეთესო პროექტს შორისაა
ზუგდიდში უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებისთვის კერძო სახლების მშენებლობის პროექტი 2015 წლის 10 საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა.

როგორც რადიო „ათინათს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსმა მაია ღურწკაიამ განუცხადა, გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია დღეს კონფერენციაზე "ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015" გამართა, რომელზეც საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს განიხილავენ და სპეციალური კომისიის მიერ შერჩეულ 10 საუკეთესო პრაქტიკის მქონე თვითმმართველ ორგანოს დააჯილდოებენ.

ცნობისთვის, 16 შეჭირვებულ ოჯახს ახალ, გარემონტებულ საცხოვრებელ სახლებს ადგილობრივი მთავრობა საახალწლოდ გადასცემს.
Print