რეგიონი
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვეს (ვიდეო)
ზუგდიდში, მეორე საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველ ტურში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. ცერემონიას მოსწავლეები, პედაგოგები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელბი დაესწრნენ. გამარჯვებულებს სერთიფიკატები, სამახსოვრო საჩუქრები და წიგნის მაღაზიათა ქსელის - "ბიბლუსის" ვაუჩერი გადაეცათ.

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადისთვის საქართველოს მასშტაბით 1431 სკოლის 26 000 მოსწავლე დარეგისტრირდა . პირველი ტურის შედეგად 2000 -ზე მეტი გამარჯვებული გამოვლინდა. მათ შორის, 10 მოსწავლე ოკუპირებული გალის საჯარო სკოლის მოსწავლეა. მათ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა გამარჯვება განსაკუთრებით მიულოცა.

ოლიმპიადა მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობას. პროექტით განსაზღვრულია ნიჭიერი, მაღალი მოქალაქეობრივი კომპეტენციისა და სოციალურად აქტიური მოსწავლეების გამოვლენა და მხარდაჭერა. ოლიმპიადა რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ტარდება.

მეორე ტურში გამარჯვებული 20 მოსწავლე ინგლისის “Headigton Oxford”-ისა და „Oxford College“- ის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრა.
Print