რეგიონი
ზუგდიდისა და აბაშის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
17 დეკემბერს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ, 11:00 საათიდან 12:30 საათამდე და 12:30 საათიდან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 22 აბონენტს. 

ასევე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გამოირთვება 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „ძიგურა", რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბაშის მომსახურების ცენტრის 9140 აბონენტს ( 3067 აბონენტს ქალაქში და 6073 აბონენტს სოფლებში: კვათანა, სეფიეთი, ეწერი, ზანათი, კეთილარი, ნაესაკოვო, ქოლობანი, მარანი-შრომა).

ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


Print