რეგიონი
ზუგდიდისა და ხობის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ დღეს ქ/ს „ინგირი-წევა“ სარემოტო სამუშაოების მიზნით გამოირთვება, რის გამოც ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 22 აბონენტს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" ცნობით, იმავე პერიოდში გამოირთვება ქ/ს „ხეთა-წევაც“ 10 კვ შემყვანი სარემონტო სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ხობის მომსახურების ცენტრის 1545 აბონენტსაც ( სოფლები: განთიადი, ხამისკური-1 და ხამისკური-2).

Print