რეგიონი
.აფხაზეთის მთავრობამ ზუგდიდში 2015 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა (ვიდეო)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ზუგდიდში 2015 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა.
ანგარიში სტრატეგიულ მიმართულებებსა და სოციალური ხასიათის პროექტების განხორციელებას ეხებოდა. პრეზენტაციაზე დამსწრეებს მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდასთან დაკავშირებული ხედვებიც გააცნეს.

„რაც მიზნად დავისახეთ, ეს ეხებოდა ჯანდაცვას, სპორტს და განათლებას, განვახორციელეთ. ამ მიმართულებით მუშაობას უფრო გავაძლიერებთ. მაგრამ მომავალ წელს აქცენტს ძირითადად სამუშაო ადგილების შექმნაზე გავაკეთებთ“, - აღნიშანა ვახტანგ ყოლბამიამ.

მოხსენებას დევნილები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Print