რეგიონი
ადგილობრივი მთავრობა: "ზუგდიდში დიდთოვლობას გართულებები არ მოყოლია" (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდში დიდთოვლობას სერიოზული პრობლემები არ შეუქმნია. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ყველა სამსახური მობილიზებული და მზადაა, ნებისმიერი პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირებისთვის.

"სინოპტიკოსების ვარაუდებიც დამაიმედებელია, ყველა სამსახური მობილიზებულია და შევძლებთ ნებისმიერ მდგომარეობას გავუმკლავდეთ ზედმეტი გართულებების გარეშე", - განაცხადა ქვარაიამ.

ვითარება სტაბილური ზუგდიდის რაიონშიც, თუმცა შეზღუდვაა ზუგდიდი-ჩხოროწყუს მაგისტრალზე, სოფელ ყულიშკარის და ჯიხაშკარის მონაკვეთებზე.

როგორც რადიო "ათინათს" ზუგდიდის გამგებლის მოადგილე გიზო სართანიამ განუცხადა, აღნიშნული პრობლემაც რამდენიმე საათში მოგვარდება.

"იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მოქალაქეებს დაჭირდათ ჩვენი დახმარება, რადგან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ქონდათ. ყველა მათგანს დროულად დავეხმარეთ და გართულებები არც ამმხრივ ყოფილა", - აღნიშნა სართანიამ.
Print