რეგიონი
მერაბ ქვარაია: „ინტენსური თოვის გამო ქალაქში ვითარება გართულდა“
ქალაქ ზუგდიდში ინტენსიურად თოვს. თვლის საფარი 60 სანტიმეტრს აღწევს. ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას ინფორმაციით, გზების გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

მისივე განმარტებით, ინტენსიური თოვის გამო, ბოლო საათებში მდგომარეობა გართულდა, თუმცა საბოლოო ჯამში ვითარება სტაბილურია.

„ჯგუფები მობილიზებულია. საკრებულოს, მერიისა და ა.ა.ი.პ-ბის თანამშრომლებისგან შემდგარი 50 კაციანი ჯგუფი სხვადასხვა ქუჩებშია გასული. ბოლო რამდენიმე საათია, ვითარება გართულდა, მაგრამ სიუტაციას ვაკონტროლებთ. ქალაქის მასშტაბით სულ 3-4 ტრაქტორი მუშაობს. ტექნიკით კერძო ორგანიზაციები დაგვეხმარნენ“, - აღნიშნა რადიო "ათინათთან" საუბრისას მერაბ ქვარაიამ.
Print