რეგიონი
დიდთოვლობის გამო ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი დაზიანდა
ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში ჯამბულ ჩარგაზიას საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოინგრა.

როგორც რადიო "ათინათს" ჩარგაზიების ოჯახის წევრებმა განუმარტეს, შემთხვევა, რომელიც დღეს 04:30-ზე მოხდა, დიდთოვლობამ გამოიწვია.

ნგრევის დროს ოჯახის წევრებს ეძინათ, თუმცა საბედნიეროდ  არავინ დაშავებულა. სამაშველო სამსახურები ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე მუშაობენ.

ჩარგაზიები ღია ცის ქვეშ არიან დარჩენილი და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. 

ადგილზე არიან ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებიც. გამგეობაში განმარტავენ, რომ ჩარგაზიების ოჯახს შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ.
Print