რეგიონი
დიდთოვლობისგან დაზარალებული ოჯახების რაოდენობა სამამდე გაიზარდა (ვიდეო)
დიდთოვლობამ ზუგდიდის რაიონის სამ სოფელში - ჭითაწყარში, ინგირსა და კორცხელში საცხოვრებელი სახლები დააზიანა. 

როგორც რადიო "ათინათს" ზუგდიდის გამგებლის მოადგილე გიზო სართანიამ განუმარტა, სამი საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოინგრა, რამაც ეს სახლები ფაქტობრივად, მთლიანად დააზიანა.

"ჩვენ ყველა შემთხვევას ადგილზე ვსწავლობთ და შესაბამის დახმარებას აღმოვუჩენთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. დაითვლება ზარალი და ცენტრალურ მთავრობას გადაეგზავნება, რომელიც მზადაა დასახმარებლად", - განმარტავს სართანია.

მისივე ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში ზუგდიდის სოფლებში მძიმე და სპეც-ტექნიკა იყო მობილიზებული და გზების გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, რათა მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნას.
Print