რეგიონი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სასოფლო გზებზე შეზღუდვები მოიხსნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ცენტრალური საავტომობილო გზა გაწმენდილია და მოძრაობა თავისუფლად არის შესაძლებელი.
ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სოფლის შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„რამდენიმე დღეში ამ სამუშაოებსაც დავასრულებთ“, - აღნიშნა გიზო სართანიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. შეზღუდული იყო მაღალმთიან სოფლებში მოძრაობა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

Print