რეგიონი
რას დაპირდა დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტი მეწარმეებს
დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბამ მცირე მეწარმეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხდა, რომ კანონი იმპორტირებულ საქონელზე დღგ-ს დაწესების შესახებ არ შეიცვლება, თუმცა მასში შესწორებები შევა. ამისთვის ბგანბამ 10 დღიანი ვადა ითხოვა და მეწარმეებს დოკუმენტზე ერთობლივი მუშაობა შესთავაზა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, დისკუსიები მეწარმეებთან ხვალაც გაგრძელდება.

დღეს, დე ფაქტო აფხაზეთის პარალამენტის შენობის წინ მცირე და საშუალო მეწარმეებმა აფხაზეთში შემოტანილ პროდუქტზე დღგ- ს დაწესება გააპროტესტეს.


Print