რეგიონი
ზუგდიდში 23-24 იანვარს მოთოვს
დასავლეთ საქართველოში ხვალიდან ცუდი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, ხვალ საქართველოში იწვიმებს. 23-24 იანვარს კი დასავლეთ საქართველოში თოვლია მოსალოდნელი.

„ზუგდიდში 23 იანვარს თოვლჭყაპი იქნება, რაც თოვლში გადაიზრდება. 24 იანვარს მოთოვს და ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა“, - განუცხადა რადიო „ათინათს“ სვეტლანა ნიორაძემ.

Print