რეგიონი
2015 წლის ზუგდიდის ბიუჯეტის ნაშთმა 2 მილიონ ლარს გადააჭარბა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების შედეგად მიღებული ნაშთი - 2 მილიონ 100 ათასი ლარი მიმდინარე წლის ბიუჯეტში აისახა. მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ აღნიშნული ნაშთი ძირითადად სახელშეკრულებო ვალდებულებითაა დატვირთული.

„ვალდებულებების შესრულება სხვადასხვა მიზეზებით ვერ მოხერხდა. მათ შორისაა ცენტრალური ბიუჯეტიდან წლის ბოლოსთვის გამოყოფილი თანხები, ხელშეკრულებების ვადის დასრულების არ დადგომა, რიგი სამუშაოებს უარყოფითად შეფასება და სხვ“, -აცხადებენ საკრებულოში.

მიმდინარე წელს მიღებული ნაშთი იგივე სამუშაოებზე გადანაწილდება, რაც გასულ წელს იყო დაგეგმილი. სამუშაოები ძირითადად ინფრასტრუქტურულია.

Print