რეგიონი
ზუგდიდში ნეიროგანვითარების ცენტრი გაიხსნა
ქალაქ ზუგდიდში ნეიროგანვითარების ცენტრის პირველი ფილიალი გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულების გახსნას ადგილობრივი თვითმმართველობისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, დაწესებულება საზღვარგარეთ და ევროპის წამყვან სამედიცინო კლინიკებში გადამზადებული მედპერსონალით არის დაკომპლექტებული.

ნეიროგანვითარების ცენტრი განვითარების სხვადახვა ტიპის დარღვევების (ფიზიკური, გონებრივი, ქცევითი) მქონე პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.

Print