რეგიონი
რით არიან უკმაყოფილო ზუგდიდის უფასო სასადილოს ბენეფიციარები (ვიდეო)
ზუგდიდში უფასო სასადილოთი მოსარგებლე სოციალურად დაუცველი მოქალაქეები საკვები პროდუქტის რაოდენობითა და ხარისხით უკმაყოფილოები არიან.

ბენეფიციარებმა დღეს სასადილოს მომსახურეობის ხარისხის გააპროტესტეს და პერსონალის მხრიდან მათ მიმართ მეტი ყურადღებისა და სითბოს გამოჩენა მოითხოვეს.

შპს "ეფექტის" წარმომადგენელი თამაზ იანთბელიძე აცხადებს, რომ "ყველაფერს  აკეთებს, რის შესაძლებლობასაც კანონი აძლევს".

ადგილზე მივიდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძეც, რომელიც ამტკიცებს, რომ "საკვები ნამდვილად უხარისხოა".

ქალაქ ზუგდიდის 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში უფასო სასადილოს მომსახურების პროგრამაზე 115 ათასი ლარი იქნა გამოყოფილი. 2016 წელს აღნიშნულ პროგრამას შპს "ეფექტი" ანხორციელებს.

Print