რეგიონი
მძღოლებმა ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს (ვიდეო)
ზუგდიდი- თბილისის და სხვა საქალაქთაშორისო ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ცენტრალური მონაკვეთი ნახევარი საათით გადაკეტეს. ცენტრალური გზა მხოლოდ სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ გაიხსნა.

მძღოლები ზუგდიდში სატრანსპორტო კომპანია „მეტრო პლიუსის“ შემოსვლას აპროტესტებენ. ისინი სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან იმყოფებიან, რომელსაც სამართალდამცველები იცავენ.

„თუ ჩვენ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ,ენგურის ხიდთან მივალთ და რუსეთის მოქალაქეობას მივიღებთ“,-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ირაკლი გოგოხია: "მძღოლების პრობლემა სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს"

ზუგდიდის მერია მძღოლების პრობლემაზე: "კერძო დავაში ვერ ჩავერევით"

პროტესტის მიუხედავად "მეტრო +"-მა ზუგდიდში ფუნქციონირება დაიწყო (ვიდეო)




Print