რეგიონი
ზუგდიდის ავტოსადგურთან გამართულ აქციაზე 10 მძღოლი დააკავეს (ვიდეო)
ზუგდიდი - თბილისის და სხვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებმა დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ზუგდიდში სატრანსპორტო კომპანიის „მეტრო პლიუსი“ ზუგდიდიდან გასვლას ითხოვენ.

აქციის მიმდინარეობისას ავტოსადგურზე კომპანიის კუთვნილი ავტობუსების გამოჩენამ მძღოლების გაღიზიანება გამოიწვია და მათ კვერცხები დაუშინეს.

სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა გზის მეორე მხარეს გადაინაცვლეს. ადმინისტრაციული სამართალდრღვევისთვის დაკავებულია 10 პირი.

მძღოლების აქცია ამ წუთებშიც გრძელდება.

პოლიცია „მეტრო პლიუსის“ ავტობუსებს იცავს და აქციის მონაწილე მძღოლებს მათთან მიახლოების საშულებას არ აძლევს.

მსგავსი თემები

ირაკლი გოგოხია: "მძღოლების პრობლემა სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს"

მძღოლებმა ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს (ვიდეო)

ზუგდიდის მერია მძღოლების პრობლემაზე: "კერძო დავაში ვერ ჩავერევით"

პროტესტის მიუხედავად "მეტრო +"-მა ზუგდიდში ფუნქციონირება დაიწყო (ვიდეო)

Print