რეგიონი
სამეგრელოს ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.

3 თებერვალს სს „ენერგო-პრო ჯოჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გეგმიური სარემონტო სამუშაოების მიზნით გამოირთვება ქვესადგური „ზედა ეწერის“ 10 კვ ფიდერები: ფიდერი N5 11:00 საათიდან 12:30 საათამდე - 97 აბონენტი, ფიდერი N7 12:30 საათიდან 14:00 საათამდე 652 აბონენტი, რის გამოც ელექტროენერგის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურების ცენტრის სოფელ ზედა ეწერის 749 აბონენტს( სოფლები: საჭითანაო და კორცხელი).

ასევე სამუშაოების მიზნით გამოირთვება ქვესადგური „ლესიჭინის“ 10 კვ ფიდერები: ფიდერი N6 11:00 საათიდან 12:30 საათამდე - 152 აბონენტი, ფიდერი N7 12:30 საათიდან 14:00 საათამდე 240 აბონენტი, ფიდერი N8 14:00 საათიდან 15:30 საათამდე 89 აბონენტი და ფიდერი N 4 15:30 საათიდან 17:00 საათამდე 189 აბონენტი, რის გამოც ელექტროენერგის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ჩხოროწყუს მომსახურების ცენტრის 481 აბონენტს(სოფლები: კოლხეთი-1 და კოლხეთი-2).

ხოლო 3 თებრვალს,15:30 საათიდან 17:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ლესიჭინის“ 10 კვ ფიდერი N 5, რის გამოც ელექტროენერგის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ სენაკის მომსახურების ცენტრის 415 აბონენტს (სოფელი ზანა).

Print