რეგიონი
გაფიცული მძღოლები მუშაობას ხვალიდან განაახლებენ
ზუგდიდიდან თბილისის და სხვა ქალაქების მიმართულებით საქალაქთაშორისო რეისები ხვალიდან განახლდება. ამის შესახებ აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში გაფიცულები იყვნენ.

„თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიშლებით და გავჩერდებით. ჩვენს მუშაობას თუ რამე საფრთხე კვლავ დაემუქრება, ოჯახებით გამოვალთ ქუჩაში. არ დავუშვებთ „მეტროს+“- ს შემოსვლას ზუგდიდში“, - აცხადებენ მძღოლები.

ცნობისთვის, ზუგდიდში მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლები კომპანია „მეტრო +“- ს შემოსვლას თითქმის ორი თვეა აპროტესტებენ. მათ აღნიშნული კომპანიის წინააღმდეგ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს. ბოლო რამდენიმე დღეა ისინი გაფიცულები არიან.


Print