რეგიონი
რა სურს ხაჯიმბას ჟენევის მოლაპარაკებებისგან - შეხვედრა სოხუმში ანტი ტურუნენთან
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, გაერო - ს სპეციალურ წარმომადგენელ ანტი ტურუნენს შეხვდა. შეხვედრაზე რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს პრობლემის გადაწყვეტის საკუთარი ხედვა აქვთ, ჟენევის დისკუსიები სასარგებლოა.

"ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიციის ყველა შესაძლებელ სივრცეში დაფიქსირება და ჟენევის დისკუისიებში მონაწილეობა ამის საშუალებას გვაძლევს", - განაცხადა ხაჯიმბამ, რომელმაც მოლაპარაკებების პროცესში არსებულ საკითხებს შორის "აფხაზეთის მოქალაქეების ევროპაში მგაზვრობის პრობლემის მოუგვარებლობა" დაასახელა.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ეს საკითხი პოლიტიკის გამორიცხვით უნდა გადაწყდეს.

ხაჯიმბას თქმით, ჟენევის დისკუსიების შედეგები უფრო ხელშესახები უნდა გახდეს. მან აქვე ხაზი გაუსვა იმას, რომ საქრათველოს მხრიდან თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმება ჯერაც ხელმოუწერელია.

გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ თანათავმჯდომარეები ყველა ღონეს ხმარობენ მუშაობის ახალი მეთოდების შესამუშავებლად.

მისი თქმით, აფხაზეთში ვიზიტის მიზანი მოლაპარაკებებისის პროცესში აფხაზური მხარის პოზიციის გაცნობაა.

"მოხარული ვარ, რომ კვლავ დავბრუნდი აფხაზეთში, ახალ წელს ეს ჩემი პირველი ვიზიტია. იმედი მაქვს, რომ გაეროსა და აფხაზეთის მთავრობას შორის ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება . ჩვენ გავეცანით თქვენს ბოლოდროინდელ განცხადებებს ჟენევის დისკუსიების ფუნქციონორების სარგებლობის შესახებ და ჩვენ გვახარებს თქვენი განცხადებები. ჩვენ მოვისმინეთ თქვენი მინიშნებები, ჟენევის დისკუსიებში არსებული გარკვეული სიძნელეებისა და ახალი მიდგომების საჭიროების შესახებ", - ", - განაცხადა ანტი ტურუნენმა.

Print