რეგიონი
რამ განაპირობა თხილზე ფასის კლება? - ოთარ დანელიას არგუმენტები და გეგმები (ვიდეო)
ქვეყანაში ქართული თხილის ფასების კლებაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ზუგდიდში ყოფნისას განმარტებები გააკეთა. მისი თქმით, ვითარება სხვადასხვა ფაქტორმა შექმნა, მათ შორის სავაჭრო ბირჟებზე ფასის კლების ტენდენციამ და გასული წლის მოსავლის დაბალმა ხარისხმა.

"მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლი. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული თითოეული კილოგრამი თხილის ხარისხში, რომელიც გადის ქვეყნიდან. გასულ წელს სამინისტრომ შეიმუშავა თხილის რეგლამენტი, რომელიც მთავრობის სხდომაზე უახლოეს დღეებში დამტკიცდება და ამ მხრივ პრობლემა აღარ იქნება, თუმცა საჭიროა ასევე, ქართული, ხარისხიანი თხილის პოპულარიზაცია", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

ცნობისთვის, ოთარ დანელია დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც გუბერნატორთან ერთად შეღავათიანი აგროკრედიტისა და გრანტის მეშვეობით სამეგრელოში გახსნილი თხილის საწარმო დაათვალიერა.
Print