რეგიონი
ზუგდიდს და მარტვილს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება
11 თებერვალს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ გეგმიური სარემონტო სამუშაოების მიზნით გამოირთვება ქვესადგური „ზუგდიდი-I“,რის გამოც 12:30 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 1696 აბონენტს (ქალაქი).

ასევე, სარემონტო სამუშაოების მიზნით გამოირთვება ქვესადგური „მარტვილი“-ს 10 კვ. შემყვანი და 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მარტვილის მომსახურების ცენტრის 4497 აბონენტს (ქალაქი 1928 და სოფლები: ნაგვაზო, აბედათი- 2569 აბონენტი).

Print