რეგიონი
იან კელი "კონტი გრუპსა" და "თი-ბი-სი ჰოლდინგს" გამარჯვებას ულოცავს
აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, ანაკლიის პორტი შეერთებული შტატებისა და საქართველოს მზარდი ეკონომიკური ურთიერთობების მაგალითია. ელჩის განცხადებას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

"აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ რეგიონულ სატრანსპორტო ჰაბად საქართველოს გადაქცევის გეგმამ ამ კვირაში დიდი ნაბიჯით წაიწია წინ. ვულოცავთ ამერიკულ კომპანია "კონტი გრუპსა" და მის ქართველ პარტნიორ "თი-ბი-სი ჰოლდინგს," რომლებიც ანაკლიის პორტის მშენებლობისათვის შეარჩიეს. პროექტი საქართველოს ასე საჭირო ღრმა პორტს შემატებს და მას გლობალურ სატრანზიტო გადაზიდვებში ჩართავს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ანაკლიის პორტს ქართულ-ამერიკული კომპანია "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი'' ააშენებს. ტენდერში გამარჯვებულის ვინაობა რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.
Print