რეგიონი
ირაკლი გოგოხია: "ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დაიწყება" (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას განცხადებით, ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაცია წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში დაიწყება.  ამის შესახებ ირაკლი გოგოხიამ საკრებულოს სხდომაზე 2015 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. ბაღის რეაბილიტაციის თაობაზე მერს კითხვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი თოდუამ დაუსვა.

"პროექტი გადიდდა, შესაბამისად გაიზრდება თანხაც. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ წყლის სისტემის სრული რეაბილიტაცია მომხდარიყო. ასევე დავამატებინეთ: განათებები, დასავენებელი ადგილები, საპირფარეშოები, მწვანე კუნძულები და სხვ. პროექტი სავარაუდოდ აპრილში მზად იქნება", - აღნიშნა ირაკლი გოგოხიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს.
Print